„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ინაშვილმა „რუსთავი2“-ზე ღამის კურიერთან ინტერვიუში დაიფიცა, რომ მას და თარხან-მოურავს რუსული ფული არასდროს აუღიათ.
„პარლამენტის წევრი რომ გავხდი ფიცი დავდე – პარლამენტის წევრის ფიცი. არ ვიცი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არაფერია – ჩვეულებრივი რიტუალია. ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იქ მე ვთქვი, რომ მე, საქართველოს წევრი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ ჩემს ქვეყანას, სახელმწიფო ინტერესებს და ა.შ. ახლა თქვენს ეთერში საჯაროდ ვამბობ:
მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის წინაშე და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან-მოურავს არასდროს არ აუღია რუსული ფული.
მე ირმა ინაშვილი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ყოველი ჩემი მოქმედება გამსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი. ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე ამას ვაკეთებ თბილისშიც, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება და მე, ირმა ინაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მივმართავ ჩვენს საზოგადოებს – გამოფხიზლდით, ხალხო! ხომ ხედავთ რაც ხდება?! შეიქმნა ახალი პოლიტიკური მუტანტი. ახალი პოლიტიკური ცხოველი შეიქმნა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.