პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
პარლამენტში მას, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს, რომელიც „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 75-ე ნომერია.
არჩილ გორდულაძე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა და პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.