გია ხუბუა: ვტოვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას 

პუბლიკა

გია ხუბუა ამბობს, რომ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.

წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში”. – დაწერა გია ხუბუამ „ფეისბუქზე”.

გია ხუბუა ქუთაისის საეთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 23 ივლისს დანიშნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“ დაფუძნებულია.

ხუბუა 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.