გიგა ბოკერია დააკავეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

პუბლიკა

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პოლიციამ „ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია დააკავა. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

ბოკერიას დაკავებაზე წერს გამოცემა „ტაბულაც”. მათი თქმით, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა პოლიციამ კოლმეურნეობის მოედანზე დააკავა.

„ყველაფერის გარეშე, უბრალოდ, მოიტაცეს, ლეკიანობა დაიწყო” – ამბობს პარტიის წევრი სერგო რატიანი.

როგორც მოგვიანებით ბოკერიამ განაცხადა, ის და თენგიზ გუნავა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, მაგრამ შემდეგ როგორც მას პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, ეს არ იყო დაკავება და ის უბრალოდ განარიდეს სიტუაციას.

25 ნოემბერს პარლამენტთან აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ” გამაირთა. ოპოზიუციურმა პარტიებმა პარლამენტის სამი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. მათი მიზანი, 26 მაისს დაგეგმილი პლენარული სხდომის ჩაშლაა.