ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ნაჩო სანჩეს ამორი გიგი უგულავას დაპატიმრებას Twitter-ზე ეხმაურება. ევროპარლამენტარი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური რევანში საქართველოში აწმყოშიც ხორციელდება.
„ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენებით. ქვეყნის წარსული გამოირჩევა პოლიტიკური რევანშებით. დასანანია, რომ წარსული მტკივნეულ აწმყოდ იქცა. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი და გიგი უგულავა საკვანძო ფიგურაა ამ კუთხით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში“,-წერს ევროპარლამენტარი.
„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრია. მმართველი პარტიის გაწევრება ოფიციალურად 2015 წლის ივნისში გაფორმდა.