გიგი უგულავა სასამართლომ ე.წ. ძიუდოისტის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

პუბლიკა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილზე ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლის განცხადებით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კონფლიქტის დაწყების ეტაპზე. მისი თქმით, კონფლიქტის არსებობა დასტურდება ექსპერტიზის მიერ, თუმცა ვერ დგინდება, გიგი უგულავა თავს იცავდა თუ თავს ესხმოდა, ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი არ არის.

მოსამართლის განმარტებით, მხარეების მიერ განვითარებული ვერსიებიდან რომელი ვერსიაა სინამდვილის შესაბამისი, ამის დასადგენად სასამართლოს სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა არარსებობის პირობებში მხარეების ვერსიები რჩება ვერსიებად და კონსტიტუციის მიხედვით ვერ დასტურდება წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად, გიგი უგულავა უდანაშაულოდაა ცნობილი.

შემთხვევა თბილისში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა.

უგულავას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მასთან ერთად ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი, რომელსაც პოლიტიკო გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. პარკაძე დამნაშავედ ცნეს და ჯარიმა დააკისრეს.