გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა თავად გაავრცელა.

„დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.