„გილოცავთ პრემიერ-მინისტრობას“ - ელისო ბოლქვაძე პრემიერობის კანდიდატს

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა,  ელისო ბოლქვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა.

„გილოცავთ პრემიერ-მინისტრობას. დარწმუნებული ვარ, თქვენი შემდეგი მოღვაწეობა იქნება ძალიან ეფექტური და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ მიმართ. თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ოცნების“ ჩამოყალიბებასა და მის იდეოლოგიაში უდიდესი როლი მიგიძღვით. თქვენს პრინციპულობას ნამდვილად მივესალმები, ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა თვალთახედვა იმის შესახებ, როგორ უნდა ამუშავდეს კულტურული დიპლომატია.

„გაქვთ თუ არა წარმოდგენილი, როგორ შეიძლება ავამუშავოთ კულტურული დიპლომატია შემდეგ ეტაპზე, როდესაც თქვენ იქნებით პრემიერ-მინისტრი და გვაქვს თუ არა რესურსები ამისთვის“, – განაცხადა ბოლქვაძემ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე უსმენენ. მოსმენის შემდეგ დეპუტატები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სხდომათა დარბაზში და მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.