გინეკოლოგთა ასოციაცია დადებს დასკვნას, რა არის მიზეზი ორსულებში გახშირებული ლეტალობის - ტიკარაძე

პუბლიკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გართულებების შედეგად ორსულების გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უწყება ყველა ასეთ შემთხვევას სწავლობს, როგორც სამედიცინო, ასევე სტატისტიკის ჭრილში.

„ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, რაც არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებთან დაკავშირებით, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არის რიგ შემთხვევებში დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ, მაგალითად, ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა, ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ, სამაგიეროდ, პოსტი ედო Facebook-ზე”.

იმსჯელებენ გინეკოლოგთა ასოციაციაში, დადებენ დასკვნას და ამის შედეგად ჩვენ შევიტანთ ყველა იმ საჭირო ცვლილებას პროტოკოლში, რომელიც მათ მიერ იქნება მითითებული“, – აცხადებს ტიკარაძე.