გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

გელა გელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს. მანამდე ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა – ჯერ იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგვიანებით, 2016-2018 წლებში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი.