გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა

პუბლიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში.

ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერმინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერაშესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა.

დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე ვბრუნდები კერძო სექტორში.” – განაცხადა გიორგი ამილახვარმა

მისი თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის რიგით ჯარისკაცად.

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება.”