გიორგი ბაჩიაშვილს მესამე ბრალი წარუდგინეს — თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.
დადგენილება ადვოკატმა ჩაიბარა.
აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 5 მარტს 16:15-საათზე იმსჯელეს.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.
იმავე საღამოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 2 საქმის წარმოება მიმდინარეობს. ორივე საქმეზე მას გირაო აქვს შეფარდებული. ჩამორთმეული ჰქონდა ორივე პასპორტი – საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის.
უცნობია, ზუსტად როგორ დატოვა საქართველო გიორგი ბაჩიაშვილმა.