გლდანის ციხეში, ერთ საკანში მყოფმა პატიმრებმა – გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა გიორგი ჩიკვაიძის დედამ. „პუბლიკას“ სახალხო დამცველის აპარატში დაუდასტურეს, რომ პატიმრებმა შიმშილობის დაწყების შესახებ ცხელი ხაზით აცნობეს.
„5 წუთის წინ დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მაცნობა, რომ გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში, საკან 84-ში სამივე წევრმა დაიწყო შიმშილობა: გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, ანრი კვარაცხელია. მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არ მიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხივეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ, ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: თავს დაგამახსოვრებინებ ბიჭო“, – წერს ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში.
პენიტენციურ სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ამ დორისთვის არ გაუკეთებია. უწყების გამოხმაურების შემთხვევაში მასალა განახლდება.