გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრებთან ერთად პარლამენტში იმყოფება. როგორც „პუბლიკასთან” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება.

დღეს, 18 თებერვალს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.