გიორგი გიგაშვილი რუბინშტაინის საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია

პუბლიკა

პიანისტი გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტაინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია. ის ორი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ საუკეთესო ექვსეულში მოხვდა.

„იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე უსაზღვროდ პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, თან მას შემდეგ რაც 7-8 მარტის აქციების დარბევაშიც მოყვა და გაზის კაფსულებს თუ წყლის ჭავლს ვერც ერთ დღეს გადაურჩა… მერე გაფრინდა თელავივში, პირველი და მეორე ტურის ურთულესი პროგრამები ბრწყინვალედ დაუკრა და მსოფლიოს წამყან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირესეული ადგილი მოიპოვა!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი Facebook-ზე.

პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა დომენიკო სკარლატის, რობერ შუმანისა და ალექსანდრე სკრიაბინის ნაწარმოებები შეასრულა, მეორე ეტაპზე კი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის.

კონკურსის პრიზიორებს ჟიური 30 მარტს დაასახელებს.

გარდა ამისა, 23 მარტს ბრიტანულმა რადიოსადგურმა Classic FM გიორგი გიგაშვილი 2023 წლის 30 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.