გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, რაც ნიშნავს, რომ ყოველ შაბათ-კვირას იგი სახლში გაატარებს.
როგორც პუბლიკას მისმა ნათესავმა მინდია ჩხიკვიშვილმა უთხრა, გიორგანაშვილს სასჯელის 10 თვე აქვს დარჩენილი, ხოლო სექტემბერში „უდო”-საც ელოდებიან.
გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ოჯახის ახლობელი აცხადებს, მის მუხლს შემდეგ ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.