გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას” საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
„პუბლიკა” მიზეზის გასარკვევად ცდილობს, დაუკავშირდეს როგორც გიორგი გვიმრაძეს, ისე მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.