საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და კომისიის წევრობის კანდიდატთა სია და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა.
ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატთა სიაში უკვე მესამედ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც წინა ორ ჯერზე პარლამენტში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და თავმჯდომარის პოსტი 6-6 თვის ვადით ერგო.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია და ბიოგრაფიები:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია და ბიოგრაფიები:
ამ განაცხადებიდან პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს შეარჩევს, საკომიტეტო და სასესიო მოსმენის შემდეგ კი მათ კენჭი ეყრებათ და საბოლოოდ დაიკავებენ თანამდებობებს.
პრეზიდენტმა 13 ივლისს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს, მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს უფლებამოსილება აგვისტოში ეწურებათ.
გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს ორი წევრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტმა 15 თებერვალს აირჩია.
ისინი თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნენ.
არჩეულმა კანდიდატებმა პირველ ჯერზე პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ამიტომ, როგორც კანონითაა განსაზღვრული, მათი საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე დაუყოვნებლივ გავიდა და ისინი თანამდებობებზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
კანონმდებლობის მიხედვით, ვინაიდან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იყო.