„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე რუსთავში საარჩევნო უბანთან დააკავეს. ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამენ პოლიციელები კაპანაძეს საპატრულო მანქანაში.
ტელეკომპანია „მთავართან“ ენმ-ის წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიციის დახმარებით კაპანაძეს უბანი დაეტოვებინა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
„კომისიის თავმჯდომარემ არასამართლიანად გადაწყვიტა, რომ დაატოვებინოს პოლიციამ [კაპანაძეს] საარჩევნო უბანი. რა თქმა უნდა, კანონი იძლევა ამის უფლებას, რომ საარჩევნო უბანი დაატოვებინონ, მაგრამ წაიყვანონ, დააკავონ და საერთოდ ჩამოაშორონ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ამის საფუძველი არ არსებობს და არც კანონი იძლევა ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ კაპანაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ.