გიორგი კეკელიძე „დათა პაპას სტიპენდიას" დააწესებს

პუბლიკა

პოეტი, პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე დათა პაპას სტიპენდიას აწესებს. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. გურული დღიურების ფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად”, – წერს კეკელიძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გააბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები და ადგილზე ეცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.