ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხეში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.
“ხვალ, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ გამართულ ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას აუცილებლად დავესწრები.” – წერს გიორგი კეკელიძე.
ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს.
გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.