გიორგი კეკელიძის ოფიციალური facebook-გვერდი გატეხეს

პუბლიკა

გიორგი კეკელიძის ოფიციალური გვერდის ანგარიში გატეხილია, – ინფორმაციას ამის შესახებ აღნიშნული გვერდი ავრცელებს. Facebook-პოსტში აღნიშნულია, რომ პოსტი განთავსებიდან მცირე ხანში იშლება.

,,წაშლილია არქივის დიდი ნაწილი. შეცვლილია სახელი (ერქვა ქართულ-ლათინურად, დატოვებულია ლათინურად). გვერდზე წვდომა (მისი მფლობელის სტატუსით) უკვე აქვთ სხვა ქვეყნიდან. შემორჩენელია ერთადერთი ქართველი ადმინისტრატორი, რომელიც რატომღაც ვერ წაშალეს და სწორედ მისი მეშვეობით ვავრცელებთ ამ განცხადებას. გვერდი გატეხილია რუსულდასახელებიანი ექაუნთით – ოლგა ჰამერ დურაკოვა. განაცხადი შეტანილია ფეისბუკ-ადმინისტრაციაში და შსს კიბერუსაფრთხოების სამსახურში”, – ვკითხულობთ Facebook-პოსტში.