გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

პუბლიკა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. როგორც მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ TV პირველთან განაცხადა, დეკანოზს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

„მივდივართ სტამბულში, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ თავისი ფეხით დაბრუნდება სამშობლოში. არათუ გადადგილება, ჯდომაც არ შეუძლია დამოუკიდებლად”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს, მან თქვა, რომ მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ექიმები მალე იპოვიან გამოსავალს, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გამოსწორება”, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ მიგიყვანა ის ასეთ ამ მდგომარეობამდე, მამალაძე პასუხობს, რომ „უსამართლობამ”.

გიორგი მამალაძე ციხიდან 14 თებერვალს გაათავისუფლეს – ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.