საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირია.
2024 წელს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6 ფეხბურთელი გახდა.
უეფას გადაწყვეტილებით, ოქროს ბუცი ყველა იმ ფეხბურთელმა მიიღო, ვისაც ყველაზე მეტი, ამ შემთხვევაში, 3 გოლი ჰქონდა გატანილი.
ესენი არიან: გიორგი მიქაუტაძე – საქართველო; ჰარი კეინი – ინგლისი; კოდი გაკპო – ნიდერლანდები; ჯამალ მუსიალა – გერმანია; დანი ოლმო – ესპანეთი; ივან შრანცი – სლოვაკეთი.
ევროპის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა ესპანეთმა. ფურია როხამ ფინალში ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.