თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი რურუას სხვა ადვოკატებთან ერთად ნიკა გვარამიაც იცავს. მან სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა მისი შეფასებით, ამას აზრი არ აქვს.
გიორგი რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი რურუა დააკავა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.