„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოვებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.
გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას. ეს არიან: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე; „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია; „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი“ ვახტანგ იაშვილი; სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი ოთარ ბაღათურია; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები – სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით სეკვავა, თეონა ჭალიძე, ნანა ტოხვაძე;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში”, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ასევე აღნიშნა დღევანდელ პრეზენტაცია ახალი პლარფორმის წევრების მხოლოდ ნაწილი წარუდგინა საზოგადოებას, დანარჩენების შესახებ კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.