გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების 11-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების 11-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც, ითვალისწინებს:

  1. „დრაივ მუზეუმ „მედეას“ შექმნას;
  2. საპარლამენტო დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნებას;
  3. ინდუსტრიული პარკის შექმნას ქუთაისში, ავანგარდში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს წარმოებდა მიკროსქმები, ჩიპები ეს არის ის წარმოება, რომელიც მთელ მსოფლიოში ახლა არის ყველაზე სწრაფად მზარდი. სამწუხაროდ, აქ ყველაფერი გაჩერებულია, ავანგარდის დასახლება იქნება ავანგარდის ავანგარდში, როცა აქ აღვადგენთ ჩვენს ინდუსტრიულ პარკს მიკროტექნოლოგიების წარმოების;
  4. IT ქალაქი. ტექნოლოგიების განვითარების გარეშე არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო, მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვაძლევ გარანტიას, რომ ჩვენი მხარდაჭერა – ეს ნიშნავს მსოფლიო გიგანტების შემოსვლას საქართველოში, Microsoft, Facebook, google და ა.შ, რომლებიც აქ გახსნიან ოფისებს. ამისათვის ჩვენ გრანტის გაცემას ვაპირებთ იმ სპეციალობებში, რომელიც უნდა შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მყისიერად მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი;
  5. ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, როგორ ბიზნესცენტრის გაშენება, ეს ქვიტირის ტერიტორიიდან უნდა დაიწყოს და მივიდეს აეროპორტამდე;
  6. პარლამენტთან ახლოს გვინდა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება, რომელშიც იქნება ძალიან დიდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომ დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება გახდეს შესაძლებელი;
  7. სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმი, ქუთაისი-ზუგდიდი;
  8. 3-საათიან საფრენ რადიუსში გვინდა პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ეს ნიშნავს მინიმუმ 7-8-ჯერ მგზავრთა ნაკადის გაზრდას;
  9. ეს არის ბრენდული სასტუმროები ქუთაისში;
  10. სატვირთო აეროპოპორტის განვითარება ქუთაისში, არამარტო სამგაზვრო, არამედ სატვირთო აეროპორტი მნიშვნელოვანია. ქუთაისს აქვს შესაძლებლობა, რომ ყოველი მხრიდნა შეუძლია თვითმფრინავს დაჯდომა და ძალიან დიდი ტერიტორია არის ასათვისებელი, შესაბამისად აქ შეგვიძლია გავაკეთოთ დასავლეთის და აღმოსავლეთის ანუ საკოორდინატშორისო სატვირთო აეროპორტი;
  11. დიდი გასართობი პარკი, რომელიც გვინდა გაკეთდეს ე.წ. დისნეი ლენდი, რომელიც გვინდა რომ იყოს დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ამ აღმშენებლობის არასტანდარტული, განსხვავებული იდეების ერთობლიობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქუთაისი იყოს განვითარების ავანგარდში“, – განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ.

პრეზენტაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან ერთად ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძეც დაესწრო. ის პარტიამ კანდიდატად გუშინ, 20 სექტემბერს წარადგინა.