„გირჩი“: ხმების დასაცავად შევთანხმდით ენმ-თან და „დაიტოვესთან“ რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე

პუბლიკა

განახლება

„დაიტოვე”: ინფორმაცია წინასაარჩევნოდ „გირჩთან” კოორდინაციის შესახებ სიმართლე არ არის

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ არჩევნებზე დასაკვირვებლად და ხმების დასაცავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას გეგმავს.

„გირჩის“ განცხადებით, თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.

„არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს.

ჩვენ უკვე შევთანხმდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები.

„არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს.

ჩვენ უკვე შევთანხმდით „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები.

თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის.

წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ“, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.