„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ შიდა პრაიმერისი დასრულდა, შესაბამისად, გამოიკვეთა საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სია.

პარტიის სიის პირველი ნომერი თენგო კირთაძე იქნება, ხოლო მეორე და მესამე ნომრები – ცოტნე კობერიძე და ანა ჩიქოვანი.

შიდა პრაიმერისში მონაწილეობენ პარტიის წევრები, მხარდამჭერები და დამფინანსებლები, რომლებიც ხმის მიცემით ავლენენ კანდიდატთა თანმიმდევრობას.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრაიმერისი დღეს დილით დაიწყო და 19:45-ზე დასრულდა. ხმის მიცემის პროცესი კანდიდატების გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიის პირველი ნომერი თენგო კირთაძე გახდა.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ ენმ-სთან, „დროასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობს. მათ თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და ვიცე-მერობის საერთო კანდიდატები ჰყავთ.