„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუსთან „შკოდა“ დალეწეს | პერფორმანსის დროს 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ, უწყების შენობასთან „შკოდის“ ავტომობილი მიიყვანეს და დემონსტრაციულად, უროებით დალეწეს.

აქციაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები – ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ, მათი ინფორმაციით, პოლიციამ მოსიაშვილი სიტყვიერი შეურაცხჰყოფის ნიადაგზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაციას არკვევენ – პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.