„გირჩის“ პოლიტიკური სიის პირველი 10-ეული ცნობილია. ამ სიით წარდგება პარტია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
პარტია კანდიდატებს პრაიმერისის საშუალებით არჩევდა. პროცესი დღეს 16:10-ზე შეწყდა.
პრაიმერისის შედეგებით, „გირჩის“ პორტალზე რეგისტრირებული ადამიანების გადაწყვეტილებით, საარჩევნო სიის პირველი ათეულია: 1 ზურაბ ჯაფარიძე, 2. ჰერმან საბო 3. იაგო ხვიჩია 4. ვახტანგ მეგრელიშვილი 5. გია ჯაფარიძე 6. ალექსანდრე რაქვიაშვილი 7. ლევან ჯგერენაია 8. ალექსანდრე (სანდრო) თარხან მოურავი 9. ამირან ტორონჯაძე 10. გიორგი ლომინაძე;
ჟურნალისტებმა ზურაბ ჯაფარიძეს ჰკითხეს, რატომ არ არიან პარტიის სიის პირველ ათეულში ქალები, ჯაფარიძე ამბობს, რომ:
„კანონით მოთხოვნებს ჩვენ ფორმალურად დავაკმაყოფილებთ, როდესაც სიას წარვადგენთ ცესკოში. ფორმალურად ჩავწერთ განსხვავებულ სქესებს და ფორმალურად კანონს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ სია იქნება ის, რაც გადაწყვიტეს „გირჩის“ წევრებმა“, – განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.
შენიშვნა: მოგვიანებით “გირჩმა” განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კომპიუტერულმა სერვერმა გაჭედა, რის გამოც პროცედურა ხელახლა უნდა ჩაეტარებინათ. “გირჩის” განახლებული სიის 10-ეული 31 ივლისს გამოქვეყნდა.