„გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას - ხვიჩია

პუბლიკა

დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

ამის შეხაებ ხვიჩიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანი ვიფიქრეთ ვინ შეიძლება იყოს ის სახალხო დამცველი, ვისაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს გააჩნია, იმ ფაქტიდან გამოდმინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსედება და რეალურად სხვანაირ ძალისმხევას მოითხოვს რომ გააკონტროლოს რამე ქვყენაში…

ამ ფაქტმა მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ვერავის ვერ ვენდობით, არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქვეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ, ამიტომ მე „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას, ჩვენს კოლეგებს, ყველა პარტიიდან“,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება მის გეგმებს, ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნულ უწყებაში მას მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები აინტერესებს.

„რაც შეეხება ჩემს გეგმას და დაპირებას, ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამრთლო და საპატიმრო დაწსეებულებები მაინტერესებს, მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი, ჩათვალეთ რომ თუ ამირჩევთ, მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ეთნიკური უმცირესობები არიან თუ და ა.შ. ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, იმიტომ რომ ყველა ზემოთჩამოთვლილს ჩვენ როგორც ადამაინებს ისე ვუყურებთ“,- განმარტა ხვიჩიამ.