„გირჩმა“ პროპორციული სიის განახლებული 10-ეული გამოაქვეყნა

პუბლიკა

„გირჩის“ პოლიტიკური სიის პირველი 10-ეულის განახლებული სია უკვე ცნობილია.

პარტია კანდიდატებს პრაიმერისის საშუალებით არჩევდა. პროცესი გუშინ შეწყდა და პარტიის ლიდერმა საბოლოო სიაც ჩაიკითხა, თუმცა მოგვიანებით პარტიამ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ რომ სერვერს პრობლემა შეექმნა და აღნიშნული პროცესი თავიდან უნდა გაიარონ.

დღეს უკვე პარტიის წევრებმა განახლებული სია გაავრცელეს, რომლის პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  2. იაგო ხვიჩია
  3. ვახტანგ მეგრელიშვილი
  4. ალექსანდრე რაქვიაშვილი
  5. ჰერმან საბო
  6. ლევან ჯგერენაია
  7. ამირან ტორონჯაძე
  8. ვახტანგ ზენაიშვილი
  9. სანდრო თარხან-მოურავი
  10. გიორგი ლომინაძე.

ამ სიით წარდგება პარტია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

გუშინ ჟურნალისტებმა ზურაბ ჯაფარიძეს ჰკითხეს, რატომ არ არიან პარტიის სიის პირველ ათეულში ქალები, ჯაფარიძე ამბობს, რომ:

„კანონით მოთხოვნებს ჩვენ ფორმალურად დავაკმაყოფილებთ, როდესაც სიას წარვადგენთ ცესკოში. ფორმალურად ჩავწერთ განსხვავებულ სქესებს და ფორმალურად კანონს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ სია იქნება ის, რაც გადაწყვიტეს „გირჩის“ წევრებმა“, – განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.