გიტანას ნაუსედა: საქართველო ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა

პუბლიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გამოხატა „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო“.

„საქართველო ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე“, – წერს ნაუსედა. 

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.