გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალგაზრდა კაცმა ალასანიას შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. შემთხვევა მედიამ გადაიღო.

დაპირისპირების განმუხტვა პოლიციამ სცადა, რის შემდეგაც კაცმა პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენა შეურაცხყოფა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ კაცი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.