„გლდანი პლაზას“ მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

მეტრო ახმეტელის თეატრის მიმდებარედ,  „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ცეცხლი ამ ეტაპისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით ადგილზე ათამდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი კი სავარაუდოდ დასაწყობებულ საქონელს ეკიდა.