გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა | ინსპექტორმა შესაძლო გულგრილობაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კერძოდ, უწყებამ გამოძიება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.

„2021 წლის 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინებს საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვ.)“, – ნათქვამია განცხადებაში.