გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება - საგამოძიებო

პუბლიკა

გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა მიაწოდა.

გამოძიებას აწარმოებს ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, დაწყებულია მოკვლევა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე.

„გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებს უწყება.