„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნაში წერია.
დასკვნის მიხედვით პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული და აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა; მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი; რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება; პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა.
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია გრიგოლი ხურციძე გიორგი კაჭარავა გიორგი პაპიაშვილი აიდა გოზალოვა თენგიზ წულაძე ნინო ზავრაშვილი მამუკა მაჩაიძე