გლდანში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა და აბონენტებს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა 3250 აბონენტს. კერძოდ, გლდანის „ა“ მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ), ასევე გლდანის I და II მ/რ-ს შორის, ხიზანიშვილის ქ. 45-ში (ვეკუას ქ. 22) – ყოფ. სავაჭრო ცენტრის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას და სხვა მიმდებარე ქუჩებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე.