გლდანში, ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა

პუბლიკა

გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა – ინფორმაციას „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 15 იანვარს დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა.