საპატრულო პოლიციამ და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანში, ერთ-ერთი კორპუსის დაკეტილი ბინიდან 14 ძაღლი და 4 ლეკვი გამოიყვანა.
ინფორმაცია ამის შესახებ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. არხზე გასულ სიუჟეტში მეზობლები, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს, ამბობენ, რომ ცხოველები სამი წელია მეპატრონის მხრიდან სასტიკ მოპყრობას განიცდიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.