Global Finance-ი უკვე რამდენიმე ათეული წელია მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ მიერ შექმნილ თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებს აფასებს.
წელს, გამოცემის მორიგ, 24-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული კორპორატიული ბანკების ქვე-კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციის ნომინაციაში გამარჯვებულად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ეს არის ბიზნესებისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელსაც 71 500-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი რეკორდულ მაქსიმუმზეა და 90.5%-ს უტოლდება.
ბიზნეს მობილბანკი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, აკონტროლონ ტრანზაქციები, დააფიქსირონ განაცხადები და ციფრულად გაააქტიურონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტები. ეს კი ეხმარება მათ, მიიღონ საკუთარ ბიზნესებზე მორგებული საბანკო გამოცდილება.
„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების განვითარების პარალელურად, მუდმივად იზრდება საუკეთესო ციფრული შეთავაზებების შეფასების სტანდარტები. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც გაციფრულების სათავეში არიან“, – აღნიშნავს ჯოზეფ გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
გამარჯვებულების გამოსავლენად Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს და მათ მიერ შექმნილ ციფრულ პროდუქტებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
„საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ბანკია, რომელიც აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ბიზნესებს ეფექტურ ციფრულ საბანკო გადაწყვეტებს სთავაზობს – ეხმარება მათ ყოველდღიური ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და ტრანზაქციების მართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიზნესების ზრდასა და განვითარებას.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება, 2023 წლის მონაცემებით მას 71 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ამასთან, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე 90.5%-ია. Global Finance-ის მიერ მოპოვებული აღიარება თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ბიზნეს მობილბანკის შესახებ მომხმარებლის მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი, მათი მუდმივად მზარდი რაოდენობა და საერთაშორისო აღიარება ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორებია, რომლებიც გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე და ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც გაამარტივებს მათ ყოველდღიურობას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო ორ რაუნდად იმართება, პირველი რაუნდის ფარგლებში გამარჯვებულები 24 კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 20 ნომინაციაში დასახელდა. მეორე რაუნდში კი გლობალური და რეგიონული ჯილდოს მფლობელები გამოვლინდნენ.
Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად Global Finance მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, გადმოწერეთ აპლიკაცია.