გლობალური კამპანია უსახლკარობის დაძლევის მიზნით

პუბლიკა

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს, დაიწყო გლობალური კამპანია უსახლკარობის დაძლევის მიზნით. კამპანია ხორციელდება გლობალური მოძრაობა the Shift-ის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს 2014-2020 წლებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ლეილანი ფარჰა (Leilani Farha).

კამპანიის ფარგლებში, SHIFT-ის ლიდერი მიმართავს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, რათა მათ განიხილონ საცხოვრისი როგორც ადამიანის უფლება, როგორც ეს მიჩნეული და აღიარებულია გაეროს მიერ. კამპანიის მიზანი და მოთხოვნაა, ქვეყნების მთავრობებმა გაატარონ შესაბამისი სამუშაოები აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში დასაძლევად.

საქართველოში აღნიშნული კამპანიის პარტნიორია საინიციატივო ჯგუფი the Need და მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი.“

იხ. ლეილანი ფარჰას Ted-ის გამოსვლა უსახლკარობის თემატიკაზე:

https://www.youtube.com/watch?v=ve_-FbNvy0w&t=32s