Glovo მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

რეკლამა

სულ ცოტა ხნის წინ, Glovo-მ პარტნიორ კურიერებს  ანაზღაურების ახალი სისტემა შესთავაზა, რომელიც მაქსიმალური საათების შემცირებასა და საბონუსე სტრუქტურის ცვლილებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები ესპანური სტარტაპის გლობალური სტრატეგიის ნაწილია და ორიენტირებულია პარტნიორი კურიერების უსაფრთხოებაზე, ანაზღაურების გაუმჯობესებასა და სამართლიანი გამომუშავების პრინციპზე.

ცვლილებები წარმატებით დაინერგა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა უკრაინა, რუმინეთი და ხორვატია. მოსალოდნელი გლობალური ცვლილებების, მიზეზის, დეტალური ტექნიკური განმარტებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ პარტნიორმა კურიერებმა წინასწარ მიიღეს ინფორმაცია და მათთან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. თუმცა, აღნიშნული კომუნიკაციის მიუხედავად, ცვლილებამ უკმაყოფილება გამოიწვია პარტნიორი კურიერების გარკვეულ ნაწილში.

დღეისთვის, კურიერებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო Glovo-ს აპლიკაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ყველა შეფერხება, რომლის შედეგადაც დაზარალდნენ მომხმარებლები და პარტნიორი ობიექტები, უკვე აღმოფხვრილია. აპლიკაციის მომხმარებლებს კვლავ შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში, შეუძლიათ გამოიძახონ როგორც საკვები, ისე ფარმაცევტული პროდუქცია, პარფიუმერია, ტექნიკა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი.

როგორც Glovo-ს გენერალური მენეჯერი, გიგა ქერქაძე ამბობს, მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ პარტნიორ კურიერებთან და თითოეული ცვლილება დაფუძნებულია მათ უკუკავშირზე.

„ახალი სისტემის შემოღების შემდეგ კურიერების საბაზისო ანაზღაურება გაიზარდა და ბონუსის გამომუშავებაც უფრო მარტივი გახდა. ეს ყველაფერი მათ საშუალებას მისცემს არ იყვნენ დამოკიდებული კონკრეტული რაოდენობის შეკვეთის შესრულებაზე, რადგან დანამატი გადანაწილდება თითოეულ შეკვეთაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კურიერების უსაფთხოების ფაქტორიც, რადგან შემცირებულია სამუშაო საათები: ნაკლები გადაღლილობა და საგზაო რისკები.

Აქვე აღვნიშნავ, რომ  მიუხედავად  გლოვერებთან სისტემატიური შეხვედრებისა, ვაცნობიერებთ, რომ სავარაუდოდ უკეთესად შეგვეძლო მოგვეხდინა კომუნიკაცია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები, რათა მომხმარებლებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა. ამ ეტაპზე, Glovo-ს აპლიკაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და მომხმარებელს სწრაფ, უსაფრთხო და ხარისხიან მულტიკატეგორიულიმიტანის სერვისს სთავაზობს“, – ამბობს გეგა ქერქაძე.