კომპანიები Glovo და Wolt საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიები საქართველოს ისტორიულ პროევროპულ არჩევანს აღიარებენ და დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ.
Glovo-ს და Wolt-ის ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ, გლოვო და ვოლტი სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას.
ადგილობრივი ბიზნესების, მათ შორის სტარტაპებისა და მეწარმეების პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ განვითარებას და შევქმენით ეკოსისტემა, რომელმაც ახალი ტიპის ბიზნესებისა და მომსახურებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, რაც ადრე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.
როგორც ევროპული კომპანიები, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ისტორიული არჩევანის უზარმაზარ პოტენციალს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს სთავაზობს, და ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ჩვენი ფიქრები მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ არის მიმართული, რომლებიც ამ რთულ კრიზისში დაზარალდნენ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უზრუნველჰყოფს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს ყველასთვის”.