გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ აქციაზე დააკავა ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

გმირთა მემორიალთან შეკრებილი დევნილები ამბობენ, რომ სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილე დევნილები ითხოვენ, აფხაზეთის მთავრობაში ჩატარდეს აუდიტი და ასევე გაიზარდოს აფხაზეთის ომის ვეტერანების ხელფასი.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.