„გოცირიძიდან“ მეტრო „დიდუბემდე“ დროებითი ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ დროებითი ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა.

მერიაში ამბობენ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.

№169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და იმუშავებს „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე.