გოფოძე ტესტირებაზე – რაც უფრო მეტი კონტროლის საშუალება გვექნება, მით მეტად შევაჩერებთ შიდა გავრცელებას

პუბლიკა

რესპუბლიკური სავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება.

„მე ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ტესტირება, თუ არის ამის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, მატერიალურ დანახრაჯთანაა ეს დაკავშირებული. რაც მთავარია, ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC, როგორც იცით და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, საზოგადოების რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება. ვფიქრობ, რაც უფრო მეტის კონტროლის საშუალება გვქნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას.

ჩატარებული ტესტირება რომ არ არის საკამარისი, იქიდანაც ჩანს, რომ არის საუბარი უფრო მეტად გაფართოებაზე. ინფექციის კონტროლის სამსახურიც მიიჩნევს, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო. ეპიდსიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მე დეტალურად არ ვიცნობ. ეს იცის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა.  ჩემია აზრი კი ასეთია – რაც უფრო მეტად შევძლებთ კონტროლს ამ კლასტერების, თუ რაც იქნება, მით მეტად შევაჩერებთ შიდა გავრცელებას“, – განაცხადა გოფოძემ.