გოგაშვილის ცოლის თქმით, კობახიძე მათთან სტუმრად ორჯერ იყო

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 5 წლის წინ მათ სახლში ორჯერ იყო სტუმრად.

გოგაშვილის ცოლი ამბობს, რომ მას კობახიძის ვიზიტის დამადასტურებელი ვიზუალური მასალა არ აქვს, თუმცა სტუმრებს თავად მასპინძლობდა და ამის მოწმეა.

„5 წლის წინ, თურმე ამათ რომ საქმე აღძრული ჰქონდათ სოსოს წინააღმდეგ, მაშინ იყო კობახიძე ორჯერ მოსული. გამიკვირდა, ასე ხშირად რატომ მოდიოდა. ეტყობა, სთავაზობდნენ სოსოს თანამდებობას, ყველაფერს…თუ საქმე უკვე აღძრული იყო, მაშინ რატომ სთავაზობდნენ?.. ერთი საათი, ორი საათი საუბრობდნენ. მშვიდი საუბარი ჰქონდათ. რომ გავხედე სტუმარს, რამე ხომ არ სჭირდებოდა, ბოლოს გავიგონე მხოლოდ, სოსომ უთხრა, სოსო გოგაშვილი არ იყიდებაო“, – ამბობს თია მარტყოფიშვილი „TV პირველთან“.